„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ტყუილია ინფორმაცია თითქოს ციხეებში, ე.წ. კრიმუნალური სუბკულტურის გავლენაა. მისი თქმით, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საუბარი დაუსაბუთებელია.
„როცა სახალხო დამცველი აკეთებს რაიმე ტიპის განცხადება, მას უნდა ჰქონდეს საბუთი, განსაკუთრებით როცა ისეთ ბრალდებაზეა საუბარი, როგორიც არის სუბკულტურის, კანონიერი ქურდების თუ ვიღაც ავტორიტეტების მიერ გავლენები და მართვა ციხეებზე, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. თუ რომელიმე პატიმარი ციხეებში ნინო ლომჯარიას ან მის წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებს, ცუდ სიტყვებს ეძახის ეს ნიშნავს, რომ სახალხო დამცველში ისინი ვერ ხედავენ თავისი უფლებების დამცველს და ეს არის სერიოზული პრობლემა პირველ რიგში ამ ინსტიტუტისთვის, მისი ავტორიტეტისთვის და შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვისაც“, – აცხადებს სუბარი.
სუბარის ამ განცხადებას გამოეხმაურა ნინო ლომჯარია, რომელიც ამბობს, რომ როგორც პროფესიულად, ასევე მორალურად სუბარის ეს განცხადება „ძალიან უღირსია“.
„როდესაც ხარ ყოფილი სახალხო დამცველი და საკუთარ თავზე გაქვს გამოცილი, რას ნიშნავს შენი საქმიანობის გამო გექმნებოდეს ფიზიკური უსაფრთხოების საფრთხე, ვფიქრობ, სულ მცირე უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოემჟღავნებინა მას, თუნდაც თავისი ყოფილი თანამშრომლების მიმართ, ვიტყოდი რომ როგორც პროფესიულად, ასევე მორალურად ეს განცხადება იყო ძალიან უღირსი.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პირველ რიგში არის ინფორმირებული მართვის ამ უკანონო სისტემის თოაბაზე რაც ნახევრად ღია ტიპის დაწსებულებებში არსებობს. შესაბამისად, თუ მას სურს ამ მტკიცებულებების ნახვა მას შუძლია გაეცნოს ჩვენს ანგარიშებს“, – აცხადებს ლომჯარია.