პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოში ტურბულენტობა შემოაქვს.
მისი თქმით, ევროპარლამენტში არიან ქვეყნები და მაღალი თანამდებობის პირები დაინტერესებული საქართველოში იყოს ტურბულენტობა და შეიცვალოს პოლიტიკური გარემო.
„… ტურბულენტობა შემოაქვთ საზოგადოებაში, ოღონდ სერიოზული ტურბულენტობა. კიდევ ტურბულენტობა შემოაქვთ იმით, რომ 6-თვიანი ვადა… უნდა გაატარო რეფორმები. ექვს თვეში რეფორმები არ ტარდება, უნდა დაიწყო გატარება.
ჯერ რა უნდა გაატარო არ გეუბნებიან, რადგან ძალიან ზოგადია, ინტერპრეტაციის უსაზღვრო საშუალებას იძლევა. გეუბნებიან, რომ, აი, 6 თვეში უნდა გაატარო და 6 თვეში რომ აღარ მოგცემენ კანდიდატის სტატუსს და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ [რომ არ მოგვცემენ], ამის შემდეგ უკვე დაიწყება ახალი ეტაპი, ახალი ტურბულენტობის თუ მანამდე ვერ მიაღწიეს თავის მიზანს. რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევენ ამ მიზანს ამაშიც დარწმუნებული ვარ.
… კი, არიან დაინტერესებული პოლიტიკოსები, ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები და ისევ და ისევ როდესაც საუბარია 308 ევროპარლამენტარის ძალიან უსამართლო განცხადებაზე ამაზე მეტი ფაქტი ამის რა გვინდა. აღარ გავიხსენებ… აქ არ მოვყვები, მაგრამ შეიძლება ამის დროც დადგეს, იმ პირდაპირ შემოთვლებზე თუ პირდაპირ …ძალიან ბევრი უცხოელი მეგობრის მხრიდან.ნუ, ევროპარლამენტარებს პირდაპირაც აქვთ ნათქვამი, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში”, – ამბობს სოზარ სუბარი.
28 ივნისს სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.