სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის სახით „ალტ-ინფოს“ საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა - მანჯგალაძე

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის სახით „ალტ-ინფოს“ საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მათი მიზანი ის კი არ არის, დააჩქარონ საქართველოს ევროინტეგრაცია, ან გააკრიტიკონ „ოცნება“ მისი პოლიტიკის გამო – არა, „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად უნდა ამხილონ ევროპა, ეს არის მათი მიზანი და ამას გააკეთებენ ყველანაირი თვითცენზურის გარეშე”, – განაცხადა მან.


სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა.