სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ თავისუფალი მანდატი. მდინარაძის განცხადებით, დისკუსია იყო საზოგადოების ინფორმირების საკითხზე და დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ინფორმაცია საზოგადოებას საკმარისად არ ეწოდება.
„ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთონ, მათი აზრით. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია წინა თვეშიც და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი. გუნდის შიგნით, რადგან შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შეექმნათ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, როგორც დღეს უკვე დისკუსიაში ჩანდა იყო, რომ მათი გადაწყვეტილება საბოლოოა“, – განაცხადა მდინარაძემ.