საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია.
„გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანეს სუდანის დედაქალაქში. უკვე დაწყებულია სამშობლოში მათი ევაკუაციის პროცესიც, რომელშიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩოები თურქეთის რესპუბლიკასა და ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“ – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.