სუფთა ჰაერი ყველას უნდა, მაგრამ უნდა ვისეირნოთ იქ, სადაც არ არის სხვა - ენდელაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს  ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების დაბალი ზრდა მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების დაცვას უკავშირდება.

ენდელაძე მადლობას უხდის მოქალაქეებს და ამბობს, რომ „ხალხი მართლაც დარჩა სახლში“.

თუმცა ის მონაცემი, რომლის მიხედვითაც,  ბოლო დღეებში ბევრი დადასტურებული შემთხვევა არ ემატება, იმას არ ნიშნავს, რომ შეგვიძლია, შეზღუდვებს ყურადღება აღარ მივაქციოთ. პირიქით, ენდელაძე ამბობს, რომ სწორედ რეკომენდაციების დაცვა განაპირობებს ნელ მატებას.

„თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავარღვევთ, ისევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა“, – ამბობს ენდელაძე.

ინფეციონისტი მოქალაქეების გარეთ სეირნობის ფაქტებსაც შეეხო:

„რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერი ყველას უნდა და გასეირნება შეიძლება, მაგრამ უნდა გავისეირნოთ იქ, სადაც არ არის სხვა და უნდა ვიყოთ დისტანცირებული“,– ამბობს ექიმი. – მით უმეტეს ცხელებიანი ან სხვა სიმპტომატიკის მქონე ადამიანი, საერთოდ არ უნდა გავიდეს გარეთ“.