დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 025 ადამიანი აიცრა. 19 აპრილის მონაცემებით, ვაქცინა სულ 30 209-მა მოქალაქემ გაიკეთა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 750 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 659 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა
- აჭარა – 57
- იმერეთი – 35
- ქვემო ქართლი – 20
- შიდა ქართლი – 7
- გურია – 16
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 80
- კახეთი – 23
- მცხეთა-მთიანეთი – 10
- სამცხე-ჯავახეთი – 9