stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 810 ადამიანი აიცრა. 20 აპრილის მონაცემებით, ვაქცინა სულ 31 019-მა მოქალაქემ გაიკეთა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 940 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 663 პირი, გარდაიცვალა 10 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 506, საიდანაც: 3 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.