სულ აცრილია 33 337 ადამიანი, ბოლო 24 საათში 1 426 აიცრა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 426 ადამიანი აიცრა. 22 აპრილის მონაცემებით,  ვაქცინა სულ 33 337-მა მოქალაქემ გაიკეთა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 995 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  1 226 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 688  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.38 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 995 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 539 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  300 264-ს.