სულ აცრილია 47 949 ადამიანი, ბოლო 24 საათში 2 564 აიცრა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, 5 მაისისთვის სულ ჩატარებულია 47 949 აცრა, ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 2 564 ადამიანი.

სრულად აცრილია 7 009 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის კი „სინოფარმის“ ვაქცინით.

„სინოფარმის“ ვაქცინას ჯერჯერობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი (SAGE) „სინოფარმის“ შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიმართ.

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში წარმოებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია. რაც შეეხება კონკრეტულ ქვეყანას – მაგალითად, ბაჰრეინში ვაქცინის ეფექტიანობა 18-დან 60 წლამდე ადამიანებს შორის 90%-ია. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის – 91%.