კვირას საღამოს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმში საცხოვრებელ კორპუსზე. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 10.
უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის მეთოდები გამოიყენა და სარაკეტო იერიში მიიტანა მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანზე. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მინიმუმ 10 მაღალსართულიანი შენობა და მანქანები.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაწერა:
„ამ დროისთვის ცნობილია დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ, რომელთა შორის არიან ბავშვები. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისთვის“.