„სუპერ სამშაბათის“ პრაიმერიზში ჯო ბაიდენი ლიდერობს

პუბლიკა

აშშ-ში „სუპერ სამშაბათად“ წოდებული პრაიმერიზის შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში, რომელიც 14 შტატში ერთდროულად გაიმართა, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს.

„სუპერ სამშაბათის“ პრაიმერიზში ბრძოლა ძირითადად ორ კანდიდატს ჯო ბაიდენსა და ბერნი სანდერსს შორის შედგა.

ჯო ბაიდენმა წინასწარი მონაცემებით, უკვე გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, ვირჯინიის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, ტენესისა და ჩრდილო კაროლინის შტატებში.

ბაიდენის მთავარმა კონკურენტმა ბერნი სანდერსმა კი ვერმონტის, იუტისა და კოლორადოს შტატებში მოახერხა გამარჯვება.

ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან სამ შტატში. მათ შორის, ბერნი სანდერსი ლიდერობს მეინისა და კალიფორნიის შტატებში. თანაც, კალიფორნიას ყველაზე მეტი დელეგატი ჰყავს., თუმცა ასევე დელეგატების რაოდენობით მნიშვნელოვან ტეხასის შტატში, სადაც ფავორიტად ბერნი მიიჩნეოდა, ბოლო მონაცემებით, ბაიდენი დაწინაურდა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, მაიკ ბლუმბერგმა მხოლოდ ამერიკული სამოას ტერიტორიაზე გამართულ კოკუსში გაიმარჯვა. სენატორი ელიზაბეტ უორენი კი ყველა შტატში დამარცხდა.