სუპერმარკეტში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული კონსულტანტი გარდაიცვალა

პუბლიკა

კოსტავას ქუჩაზე  სუპერმარკეტ „სპარში“ მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, 20 წლის მამაკაცი, მათე ჯომიდავა გარდაიცვალა. ინფორმაციას „პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „სპარში“ მომხმარებელსა და მაღაზიის კონსულტანტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა მაღაზიის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. შემთხვევა 30 დეკემბერს მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაკავებულ ბრალდებულს 2-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.