სურამში მაგისტრალის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა | დასაქმებულები უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქციას მართავენ

პუბლიკა

სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევაზე გამოძიება 240-ე, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, შემთხვევა 17 დეკემბერს მოხდა. 33 წლის მამაკაცს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დღეს, 18 დეკემბერს ცენტრალური ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხოების ზომების დაცვა მოითხოვეს.

„პირველი არხის“ ცნობით, დასაქმებულები ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს“ უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.