სურამში ქმარმა ცოლი მოკლა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა.

როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ვ) ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.