ძაღლს, რომელმაც მარტვილში 20-ზე მეტი ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მარტვილში ცხოველის ცოფით დაავადება დაფიქსირდა.

24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით , გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, მათი ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას.