სურსათის სააგენტომ ატმის შეღებვის ვიდეოსთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა

პუბლიკა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სურსათი ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას.

სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.

ვიდეოში ისმის დიალოგი,- „ხეზე ვერ ასწრებს დამწიფებას, ბაზარს რაოდენობა სჭირდება. მკვახე დაკრიფა და როგორ ამწიფებს…“, „ქალაქელებს მეტი არ უნდათ…“.

 „აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განახლება: სააგენტოს ცნობით, ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები.