სუს: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს 3 მოქალაქეს ათავისუფლებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებას ცხელი ხაზის საშუალებით დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს სამ მოქალაქეს ათავისუფლებს.

როგორც „პუბლიკას” სუს-ში განუცხადეს, ესენი არიან: მიხეილ ლამანძია, ვახტანგ ლამანძია და ბუთხუზ კვირკვია.