სუს: გოგაშვილის დაკავება და ჩხრეკა არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში მოხდა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია და მისი დაკავება არა ახალი, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა.

„ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე, განხორციელებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად საჭირო გახდა მისი დაკავება“, – განუცხადეს „პუბლიკას“ სუს-ში.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლით დააკავეს სოსო გოგაშვილი.


სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წუხელ დააკავეს.

15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, „უცნობის“, მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც “მთავარი არხის” რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ მასალას შეეხება.

„ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით.

ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ.

სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს“, – წერს გოგაშვილი.