სუს-ი ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალებმა სამეგრელოში 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

პუბლიკა

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს სამეგრელოს სოფელ რიყის მკვიდრი, 21 წლის მამაკაცი.

უწყების ცნობით, გატაცებული ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.