სუს: ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი დავაკავეთ

პუბლიკა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წალენჯიხის მერიის თანამშრომლები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

დაკავებულია მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელი, თ. მ. და ბ. ძ. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

„გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.