სუს-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულია ერთ-ერთი დეპარტამენტის თანამშრომელი. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების 38 თანამშრომელი, რომელთაც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტინშია გადაყვანილი.