სუს: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.