სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი

პუბლიკა

სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებიან ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი.

როგორც „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებიან.