ამ წუთებში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით აქვთ ჩახერგილი. საუბარია 6 ქალაქზე – თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და თელავი.
თბილისში, სუსის შენობასთან მანქანა გაჩერებული ჰყავდა ზურაბ ჯაფარიძეს. რამდენიმე წუთის წინ, მანქანა, რომელშიც ზურა ჯაფარიძე ზის, ევაკუატორით გაიტანეს ადგილიდან. ზურა ჯაფარიძე მანქანიდან არ გადმოსულა.