სუსის თქმით, ოკუპანტებმა სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

„უკანონო დაკავების წუთიდან, მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია „ცხელი ხაზით“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. მათივე თქმით, უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.