სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ტვიტერზე ეხმაურება.

„სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა შესაძლო ზომა, რათა შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია”, – წერს ის.

რუსეთი დღეს, 24 თებერვალს,  დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.