სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევის გამოვლენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად. ადგილზე იმყოფება 5 ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე მექნება შეხვედრა საბჭოში და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ”, – აღნიშნა მინისტრმა.


სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 37 ბიოლოგიური ნიმუშიდან 17 შემთხვევაში ახალი კორონავირუსი დადასტურდა.