სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, ცეცხლის კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის ფერდზე გაჩნდა.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა. ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან“, – ნათქვამია განხცადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, მაშველებს 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება.