სვეტიცხოველში წყალი ისევ ჩავიდა - რას ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

პუბლიკა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს და ინფორმაციას, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში წყალი ჩავიდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სვეტიცხოველში წყალი ჩადის.

სააგენტო ამბობს, რომ ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი პირველად 22 მარტს ჩავიდა.

„მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა.
ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება.
შედეგად დღეს, კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.
ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპმეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვნად აღმოფხვრაეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს,“, – წერია განცხადებაში.