სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შემომსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ – საპატრიარქო

პუბლიკა

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ ტემპერატურას გაუზომავენ.

მათივე თქმით, აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია.

საპატრიარქო აღნიშნავს იმასაც, რომ ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვი არ იქნება საჭირო.

13 ოქტომბერს სვეტიცხოველში ლოცვა დაიწყება  17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა – 10: 00 საათზე.