სვიატოსლავ ვაკარჩუკი მიხეილ სააკაშვილს - არ დაკარგოთ იმედი

პუბლიკა

“ოკეან ელზის„ სოლისტი მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ცწერილს უგზავნის სადაც ამხნევებს და განსაცდელის დაძლევას უსურვებს.

წერილი მიხეილ საკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

ძვირფასო მიხეილ,

შობის ამ დღეებში გისურვებთ ძალას ყველა განსაცდელის დასაძლევად და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ფიზიკურ ძალას. ასევე სულიერს, რადგან როგორც ყველა განსაცდელი, რომელსაც ჩვენ ღირსეულად ვუმკლავდებით, გვიხსნის გზას სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისკენ.

მე არ ვამბობ “გამაგრდით”, რადგან თქვენ ამას ისედაც აკეთებთ. გისურვებთ არ დაკარგოთ იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდებით საყვარელ ადამიანებთან.

ღმერთი გფარავდეთ!

– წერს ვაკარჩუკი.


მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.