ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებში სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე არ გადავა და არსებული, ჰიბრიდული ფორმატი შენარჩუნდება.
შესაბამისად, ისევ არჩევითი იქნება, დისტანციურ რეჟიმში ჩაერთვებიან მოსწავლეები თუ საკლასო ოთახებში ისწავლიან.
„სწავლება გაგრძელდება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ახლა მიმდინარეობს – ჰიბრიდული რეჟიმით. სკოლები კარგადაა მომზადებული იმისთვის, რომ ეს პროცესი მართონ“, – თქვა თამარ გაბუნიამ.