სწავლის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების, ლექტორებისა და სკოლის მასწავლებლების ორჯერადი ვაქცინაცია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულში აცრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჩატარდეს. ასევე, სწავლის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების, ლექტორებისა და სკოლის მასწავლებლების ორჯერადი ვაქცინაცია.

„ჩვენ გვინდა, ზაფხულში ჩავატაროთ აცრების მაქსიმალური რაოდენობა. ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი სწავლის დაწყებისას უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, ისევე როგოც ყველა სკოლის მასწავლებელი, რათა სკოლა იყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო. ივლისსა და აგვისტოში გვექნება ვაქცინების საკმაო რაოდენობა, ასარჩევადაც კი შეიძლება იყოს საქმე. ასე რომ, აიცერით ყველა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.