ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ დაწესებულებამ პირს აღნიშნულ ტესტში ფულის გადახდა მოსთხოვა, სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეატყობინონ შესაბამისს სააგენტოს.
„ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, მათგან გადასახადის მოთხოვნის გარეშე.
გთხოვთ, აღნიშნული შემთხვევის დეტალები მოგვწეროთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე – regagency@moh.gov.ge იმ შემთხვევაში, თუ სერვისში უკვე გადაიხადეთ თანხა, ასევე გთხოვთ, განცხადებას თან დაურთოთ გადახდის ქვითარი”, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.