“ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა- ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს”. – წერს თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქზე.
მისი თქმით, კითხვებს, რომელიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.