თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
„მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება, ვინაიდან არსებობდა ხანძრის უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელების საშიშროება”, – ამბობს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანი.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.