ჰომოფიბიურად განწყობილი ჯგუფების აქციაზე „ტაბულას“ ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.
როგორც „პუბლიკას“ შსს-დან განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.