„ტაბულასა” და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკაში მიდის, – ამის შესახებ ის „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს.
„ტაბულას” ვტოვებ და უკვე ფორმალურად ვუერთდები „ევროპულ საქართველოს”. პრაიმერის ვაკეთებთ და თუ „ევროპული საქართველოს” ამომრჩეველმა მოისურვა, რომ პარლამენტში ვიყო მათი წარმომადგენელი და დავიცვა მათი ინტერესები, მაგ შემთხვევაში ვიბრძოლებ 2024 წლის არჩევნებში”, – ამბობს ის.