ამერიკის ხმა

პუბლიკა

„ანაკლია საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების და დასავლელ პარტნიორებთან გაღრმავებული ინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პრიორიტეტული პროექტია თბილისის პარტნიორებისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ პირდაპირი ინვესტიციების და ვაჭრობის გაზრდას საქართველოსთან. განსაკუთრებით პრობლემური იქნება, თუ ანაკლიის გარშემო გადაწვეტილება მიღებული იქნა კრემლის ზეწოლის საფუძველზე ან შიდა პოლიტიკური გათვლებიდან გამომდინარე, რადგან საქართველო საჭიროებს ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებას“, – ამბობს ის.

პუბლიკა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მის განთავისუფლებას მომავალი კვირისთვის ელის. ექიმის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ მისთვის ვაჟას საპატიმროდან დახსნის „დედლაინი“ მომალი კვირის ოთხშაბათია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონკრეტულ მოთხოვნებს დააყენებს. „ვაჟას ამბავი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ იცის და გადავალთ კონკრეტულ ნაბიჯებზე ამ აღშფოთება-შეშფოთებიდან.