ბოდვა
ამდენი ვწერე და თავადაც მიკვირს, როგორ მოხდა, რომ აქამდე სიყვარული არ ამიხსნია ყველაზე ძვირფასებისთვის, ადამიანებისთვის, რომელთაც ფსიქოზური დაავადებები სტანჯავთ. რადგან ეს ჩანაწერი არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად დიაგნოზების მინიჭებას, ან მათ ამოცნობას, იქნებ პირიქითაც, მიზანი მათი სრული გაუქმება იყოს, მინდა ხაზგასმით არასამედიცინო მიზნით მოვყვე ბოდვითი შინაარსების შესახებ, რომელიც თანხმობაში არ მოდის დანარჩენი საზოგადოების ბოდვასთან.