პუბლიკა

რა გავლენა ექნება უმუშევრობის დაზღვევის სისტემის შემოღებას საქართველოს შრომის ბაზარზე? რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ ქვეყანში და რამდენად შეესაბამება უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვა საქართველოს კონსტიტუციას? - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ საქართველოსთვის შეთავაზებულ უმუშევრობის დაზღვევის მოდელებს ქართველი ექსპერტები/მკვლევრები - ანა დიაკონიძე, ია ერაძე და ვახტანგ ნაცვლიშვილი, სხვადასხვა ასპექტის მიხედვით მიმოიხილავენ და აფასებენ.