ნაადრევი ქორწინება
საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინების მაჩვენებელი წლების განმავლობაში უცვლელია. ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ადრეულ ასაკში დაქორწინებულ ქალთა მაჩვენებელი (მათგან, ვინც ოდესმე ყოფილა ქორწინებაში) ცდომილების ზღვარის ფარგლებს მიღმა არ შეცვლილა.