პაატა ზაქარეიშვილი
„სერგეი შამბა თბილისს: „მზად ვართ დიალოგისთვის“, „შამბა თბილისთან დიალოგზე ისევ საუბრობს“ - 2020 წელს ამ სათაურებით ქართულ მედიაში არაერთ ახალ ამბავს ნახავდით - ზაფხულში, შემოდგომით თუ ზამთარში, სულ რამდენიმე დღის წინაც კი. რატომ სურთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში თბილისთან პირდაპირი დიალოგი და რას ფიქრობენ ამაზე საქართველოს მთავრობაში? რის მოცემა შეუძლია აფხაზებთან პირისპირ დიალოგს და ვკარგავთ თუ არა მათთან საუბრის შანსს?