ტაჯიკეთში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

დღეს, დილას ტაჯიკეთში ჩინეთის საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და 20 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

განსხვავებული მონაცემები აქვს ჩინეთის მიწისძვრების ცენტრს, რომლის მიხედვითაც, მიწისძვრის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდა იყო და 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ტაჯიკეთის ნაკლებად დასახლებულ, მთიან რეგიონში ქალაქ მუღრობიდან 67 კილომეტრის დაშორებით იყო.

თუმცა ბიძგები იგრძნობოდა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, ჩინეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ავღანეთსა და პაკისტანშიც.

ნგრევასა და მსხვერპლზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.