თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

პუბლიკა

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა.

მისი განცხადებით, ის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

„ვარ დამოუკიდებელი, პარტია „კანონი და სამართლით“. ისე თქვენ იცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბატონი გრიგოლ ვაშაძის საკმაოდ დიდი წვლილი მაქვს „ძალა ერთობასთან“ ერთად და ჩვენ ისევ გვინდა, „ძალა ერთობაშიას“ ფორმატში ვიურთიერთოთ ადამიანებთან. აქ არაა საუბარი კონკრეტულად ენმ-ს ფრაქციაზე, ხაზი გავუსვი, „ძალა ერთობაშიასთან“, იმიტომ, რომ ვარ ჩემი პარტიიდან“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის თქმით, ის მყარად იდგა ბოიკოტის გადაწყვეტილებაზე, თუმცა მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ჯგუფმა შეცვალა პოლიტიკური რეალობა და  ერთპარტიული პარლამენტი აღარ შედგა.

მისივე განცხადებით, ხელიუფლებას კომფორტის ზონა არ უნდა ჰქონდეს, ამისთვის შევიდა პარლამენტში. მისი განცხადებით, რეფორმების განსახორციელებლად თითოეული ხმაა მნიშვნელოვანი.

თაკო ჩარკვიანი რჩება პოზიციაზე, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მას სურს, შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა სოციალურ ქსელში მის მიერ წარმართულ გამოკითხვაზე, რომელშიც, მისი თქმით, მხარდამჭერებმა მიუთითეს, რომ ის პარლამენტში უნდა შესულიყო.