თალაკვაძე მედვედევზე: საქართველოს ისტორიას ვერავინ გადაწერს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს არსებობის ხუთ ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს.

“ეს განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში, საფრთხეებითა და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხეები ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას.

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.