თალაკვაძე რუსულ კანონპროექტზე: პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, რომ გაასაჯაროონ დაფინანსების წყაროები

პუბლიკა

მმართველი პარტიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ  უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ რუსულ კანონპროექტზე  ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

ის ამბობს, რომ მმართველი პარტია მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესებშია.

„არცერთ ასეთ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს რეპუტაცია და მაღალი სანდოობა, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რომ გაასაჯაროოს თავისი დაფინანსების წყაროები, ეს ერთი; მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საჭირო და არანაირად არ დააზიანებს იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ“, – თქვა მან.