თალაკვაძე: საქართველოსთან ბრძოლა არც ერთ ქართველს არ მოუგია და ვერც არახამია მოიგებს

პუბლიკა

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დავით არახამიას პოზიციაზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა.

თალაკვაძის თქმით, არახამიაც იმ ხაზის ნაწილი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მთელ დაგეგმილ და დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებს.

„არ არის გამორიცხული, რომ ის არის აქაური დასუსტებული ოპოზიციის უფროსი კოორდინატორიც, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გარჩევებს უკრაინის ხელისუფლებასთან, ვიდრე უკრაინა უმძიმეს ომშია და იცავს საკუთარ ტერიტორიებს და თავისუფლებას.

პრაქტიკულად მთელი მსოფლიო ვდგავართ უკრაინის დასახმარებლად, თორემ, თუ ის ამაყობს ქართული წარმომავლობით და ქართული ფესვებით, სულ მცირე უნდა იცოდეს, რომ საქართველოსთან ბრძოლა და დაპირისპირება არც ერთ ქართველს მოუგია ისტორიაში და რა თქმა უნდა, ვერც არახამია მოიგებს.

აქედან გამომდინარე, ვიდრე ომია, კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, უკრაინას ვუსურვოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ და დაბრუნდეს მშვიდობიანი დღეები უკრაინაში, დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ ძალიან მალე. ისტორია ამ წონასწორობას დაადგენს და ყველა ვინ, რას და როგორ აკეთებდა, ამასაც ისტორია შეაფასებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.