თალაკვაძე თვითიზოლაციაშია, მისი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა - პრესსამსახური

პუბლიკა

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.

„უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ covid-ინფექცია.

ეპიდ. უსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში”, – აცხადებენ პრესსამსახურში.